საბურთალოს კლასტერის რამდენიმე კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, რამდენიმე ადამიანმა საკარანტინო სივრცეებში გადასვლის სურვილი თავად გამოთქვა
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. კორონავირუსუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ე.წ. საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებული 24 ადამიანი საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერის შესახებ ინფორმაცია 2 დღის წინ გავრცელდა. დაავადებათა კონტროლის  აღნიშნული კლასტერიდან ინფიცირების პირველადი წყარო არის მედდა, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს.

ეზუგბაია: კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა „საბურთალოს კლასტერიდან“ არის

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, რამდენიმე ადამიანმა  საკარანტინო სივრცეებში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ გადასვლის სურვილი თავად გამოთქვა, რადგან, როგორც გაირკვა, ისინი იმ  კორპუსის მიმდებარედ ცხოვრობენ, სადაც კორონავირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული და კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირი მათ კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა.

ამ დროისათვის საბურთალოს კლასტერიდან კორონავირუსი უკვე 21 ადამიანს დაუდგინდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 794 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია  624,  გარდაცვლილი - 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 300 პაციენტია.