ყვითელი ამბები

ასეთი რომანტიკული დაბადების დღე გადაუხადა რუსა ჩაჩუამ მეუღლეს – ვიდეო

რუსა ჩაჩუამ მეუღლეს სიურპრიზი მოუწყო და სახლი სადღესასწაულოდ მორთო. ნახეთ, რა ლამაზია მოდელის ვერანდა.
Sputnik

მოდელი რუსა ჩაჩუა ოთხი შვილის დედაა. პირველი ქორწინებიდან ულამაზეს მოდელს ორი შვილი შეეძინა. მეორედ რუსა რამდენიმე წლის წინ გათხოვდა და ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძესთანაც ორი შვილი ჰყავს. უფროსი შვილი – 17 წლის ფეხბურთელი თაზო სახვაძეა და, როგორც რუსა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, სიმპათიურ ბიჭს ძალიან დიდი გეგმები აქვს. მეორე შვილი – ნადია სახვაძე სკოლაში სწავლობს და პარალელურად „სუხიშვილების“ აკადემიაში ქართულ ხალხურ ცეკვებს ეუფლება. ნატაშა ნაფეტვარიძე 4 წლისაა, ხოლო მეოთხე ვაჟი ორი წლის ჰყავთ.

პოზიტიური წყვილი ერთად ხშირად მოგზაურობს. რუსა, თავის მხრივ, კურიოზული სიტუაციების გასაჯაროებას არ უშინდება. ამჯერად მოდელმა მეუღლისთვის რომანტიკული დაბადების დღის აღნიშვნა გადაწყვიტა – სახლის აივანი ლამაზად მორთო და ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა.

რუსა ჩაჩუას თანამედროვე კონკიას უწოდებენ. „შემიძლია ვთქვა, რომ მის გვერდით პრინცესა ვარ“, – განაცხადა რუსამ დიმა ნაფეტვრაძესთან ქორწინების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში. მიუხედავად იმისა, რომ რუსა პროფესიით მოდელი არ არის და პოდიუმზე არც ისე ხშირად ჩნდება, მას ფოტოსესიებში ხშირად იწვევენ, ვინაიდან მისი სილამაზე ეკრანს და ჟურნალების გარეკანებს ძალიან უხდება.