გახარია: საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის სფეროს გახსნის
© Sputnik
„დღეს ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა გაიხსნა. მას შემდეგ, რაც სრულად ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღია ტიპის რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები და ბაზრობები არის გახსნილი. ეს ყველაფერი იწვევს მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს ქმნის. ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია. ჩვენი ძირითადი მიზანია წესების დაცვა. ჩვენი მოქალაქეებისგან გვჭირდება დახმარება, რომ დავიცვათ წესები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველო შეძლებს ყველას დაუმტკიცოს, რომ ეფექტურად მართავს სიტუაციას და ქვეყანა უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი, რომელიც ტურიზმს გახსნის.