ეზუგბაია: კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა „საბურთალოს კლასტერიდან“ არის
© Sputnik
„დღეს გვაქვს 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული 19-ით გაიზარდა, 78.5%-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებულია, ამ ეტაპზე 158 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს კლინიკებში. 11-დან რვა საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, სამი კი მარნეულის მუნიპილატიტის სოფელ მარეთიდან არის. ახალი კლასტერი არ გვაქვს. ჩვენს ცენტრში 54 კოვიდდადასტურებული მკურნალობს, ჩვენ მივიღეთ გუშინ ექვსი ახალი პაციენტი, ეს იყო მარნეულის სოფელი მარეთიდან და დანარჩენი ბოლნისის წინა დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან. კვლავ სამი მძიმე პნევმონიით პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა გაუმჯობესებულია კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, მაგრამ მაინც დღეს ველოდებით რადიოლოგიური კვლევის შედეგს, თუ რადიოლოგიური კვლევის მონაცემებითაც აღინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთან მკვეთრი გაუმჯობესება გვექნება და მძიმე პაციენტების სიიდან ამოვიღებთ“ - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, რუტინული კვლევებით, ახალი ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმით ფასდება.