„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 1 ივნისს

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 ივნისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ქვემო ლისის, მარიჯანის, ზარწემის, ალექსანდრე ბანძელაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 11:00 თიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ფერმწერთა, ავთო ვარაზის და ნინო ზაალიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახოსპირელის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას და იუნკერ მიხეილ იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.