ყველა დროის ყველაზე ეფექტური ქერა ქალები – ფოტო

Sputnik

კვლევებმა აჩვენა, რომ ბუნებრივი ქერა თმის ფენომენი ძალზე იშვიათია და ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოში ქერა თმის მქონე ადამიანების რიცხვი 49-დან 14 პროცენტამდე შემცირდა. ეს იმის გამო ხდება, რომ მსოფლიოში მუქი თმის მქონე ადამიანების რიცხვი სტაბილურად იზრდება, ხოლო იმისთვის, რომ ადამიანს ღია ფერის თმა ჰქონდეს, ორივე მშობელი უნდა იყოს ქერა.

კვლევის შედეგებმა გამოიწვია პლანეტის ქერა მკვიდრთა უფლებების დასაცავად მოძრაობის შექმნა. 2003 წელს ამერიკელმა ქალებმა მრავალ ქალაქში გამართეს ქერების დღე და გაეროს 31 მაისის მათ დღედ აღიარების მოთხოვნით მიმართეს.

ჩვენი დროისგან განსხვავებით, ძველ საბერძნეთში ქერათმიანი ქალები იყვნენ სიწმინდის, უდანაშაულობის და ღვთაებრიობის განსახიერება, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში ქერა თმა რასობრივი უპირატესობის ნიშნად მიიჩნეოდა.

 

1 / 22
ბრიტნი სპირსი - 2000-იანი წლების პოპ-მომღერალი. მან პოპულარობა მოიპოვა სიმღერის "Baby, One More Time", რომელიც 1998 წელს ჩაწერა. მას შემდეგ სპირსმა სამყაროს ათობით ჰიტი აჩუქა
2 / 22
კლაუდია შიფერი - გერმანელი ტოპ-მოდელი, რომელმაც მრავალჯერ მოიპოვა პლანეტის ულამაზესი ქალის ტიტული
3 / 22
შარლიზ ტერონი - სამხრეთაფრიკული წარმომავლობის ამერიკელი სუპერმოდელი და პოპულარული მსახიობი, რომელიც უამრავ ჯილდოს ფლობს, მათ შორის „ოქროს გლობუსს“ და „ოსკარს“
4 / 22
სკარლეტ იოჰანსონი - ჰოლივუდის მსახიობი, რომელმაც რამდენიმე ათეულ ფილმში მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა ჯილდოებიც მიიღო
5 / 22
უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა ცნობილი მსახიობის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებიდან. მერლინ მონროს პიროვნებისადმი ინეტერსი დღესაც არ ნელდება
6 / 22
მადონა - პოპ-მუსიკის დედოფალი. მისი სიმღერები და კლიპები ხშირად ხდება განხილვის საგანი და სკადალის მიზეზი
7 / 22
ბრიჯიტ ბარდო - ფრანგი მსახიობი, მომღერალი და საზოგადო მოღვაწე. ის 50-60-იან წლებში ევროპის სექს-სიმბოლო იყო
8 / 22
ჯენიფერ ენისტონი - ამერიკელი კინომსახიობი, რომელსაც ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს. მან პოპულარობა ცნობილი ტელესერიალი „მეგობრების“ წყალობით მოიპოვა
9 / 22
ნიკოლ კიდმანი - ჰოლივუდელი მსახიობი, რომელიც რეჟისორებმა შეიყავრეს პროფესიონალიზმის გამო, მაყურებელმა კი - გარდასახვის ნიჭისა და საინტერესო პერსონაჟების მორგებისათვის
10 / 22
რიზ უიზერსპუნი - ჰოლივუდელი მსახიობი, რომელსაც პოპულარობა ქერა ადვოკატი ელ ვუდსის როლმა მოუტანა. მას დაახლოებით 50 ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა, როგორც კომედიებში, ასევე დეტექტიურ დრამებში
11 / 22
გვინეთ ფელთროუ - ჰოლივუდელი მსახიობი, რომელმაც სახელი მელოდრამებში შესრულებული როლებით გაითქვა. განსაკუთრებით პოპულარული კი მას შემდეგ გახდა, რაც ბიზნესვუმენის როლი შეასრულა კომიქს-ბლოკბასტერში „რკინის კაცი“
12 / 22
დაიანა სპენსერი - მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი, ვისმა ტრაგიკულმა ისტორიამაც თანამედროვეობაზე დიდი ზეგავლენა იქონია. სამეფო მემკვიდრეზე ქორწნების შემდეგ ის ბრიტანული მონარქიის სისასტიკის გამოცდა მოუწია
13 / 22
მარია შარაპოვა - რუსი ჩოგბურთელი, რომელიც არაერთხელ მოხვედრილა ყველაზე წარმატებული და მდიდარი სპორტსმენების სიაში. მან 15 წლის განმავლობაში უამრავი გამარჯვება მოიპოვა
14 / 22
ნატალია ვოდიანოვა - ცნობილი მოდელი და რამდენიმე ლეგენდარული მოდის სახლის სახე. ბოლო დროს ნატალიამ ქველმოქმედებას მიჰყო ხელი. ის აქტიურად ეხმარება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს
15 / 22
ქეით უინსლეთმა მსოფლიო აღიარება „ტიტანიკში“ მონაწილეობით მოიპოვა, რომელიც მომენტალურად იქცა კინო კლასიკად. ბრიტანელი ქერა მსახიობი ერთ-ერთია, რომელმაც კინემატოგრაფიის ოთხი ყველაზე დიდი ჯილდოდან სამი მიიღო
16 / 22
ქეით ბლანშეტი - უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მსახიობი. მაყურებელმა ის მას შემდეგ შეიყვარა, რაც მსახიობმა დედოფალი ელიზაბეთ I-ის როლი შეასრულა დრამებში „ელიზაბეთი“ და „ოქროს ხანა“
17 / 22
პამელა ანდერსონი - ამერიკელ-კანადელი მსახიობი და ფოტომოდელი, რომელიც 90-იან წლებში აშშ-ის სექს-სიმბოლო იყო. მან აღიარება კინოში გამოჩენით მოიპოვა. ოკეანის სანაპიროზე მისი ეფექტური სირბილის შენელებული კადრები დღესაც მღელვარებას იწვევს მისი სილამაზის თაყვანისმცემლებში
18 / 22
უმა თურმანი - ამერიკელი მსახიობი, კვენტინ ტარანტინოს მუზა. მან მთავარი როლი შეასრულა კრიმინალური დილოგიაში „მოკალი ბილი“, ასევე მონაწილეობა მიიღო ფილმში „მაკულატურა“, რომელიც ახლა ამერიკული კინოს თანამედროვე კლასიკად მიიჩნევა
19 / 22
კემერონ დიასი - ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი. მისმა მსუბუქმა ხასიათმა განსაზღვრა ჟანრი, რომელშიც მსახიობი საკუთარ ნიჭს გამოავლენდა
20 / 22
შერონ სტოუნი - მსახიობი და ყოფილი მოდელი. ხელოვნების სფეროში დამსახურებების წყალობით მან ფრანგული ხელოვნებისა და ლიტყერატურის კავალერი ქალის ორდენი მიიღო
21 / 22
ამერიკელი მსახიობი კირსტენ დანსტი „ემის“ დაჯილდოებაზე
22 / 22
მარგო რობის ისტორია კონკიას თანამედროვე ზღაპარს გავს. დიდებისა და უზრუნველი ცხოვრების გზა მისთვის საკმაოდ რთული იყო, თუმცა კეთილ ფერიად საკუთარ თავს თვითონ მოევლინა დაუღალავი შრომის შედეგად