COVID-19 - ბოლო ცნობები

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 9 ათასს აჭარბებს

ოფიციალური სტატისტიკა დამშვიდებისთვის საბაბს ჯერჯერობით არ იძლევა. ახლადინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად აღემატება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს
Sputnik

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა 9 282-მდე გაიზარდა, გასულ დღე-ღამეში 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

ფაშინიანი: სომხეთი საქართველოს დახმარებისთვის საჭიროების შემთხვევაში მიმართავს

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 131 ადამიანი, აქედან 4 გასულ დღე-ღამეში დაიღუპა. კორონავირუსის ინფექციის მქონე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სხვა მიზეზებით დაიღუპნენ - 50 (გასულ დღე-ღამეში - 2).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 3 386-მა ადამიანმა დაამარცხა. სტაციონარებში 5 435 პაციენტი მკურნალობს. ქვეყანაში სულ 58 065 ტესტი ჩატარდა.

სომხეთში 16 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც 13 ივნისამდე გაგრძელდა. 18 მაისიდან სომხეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მგზავრებმა აუცილებლად უნდა ატარონ პირბადეები და ხელთათმანები. გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, მოლები, მთლიანად მოიხსნა აკრძალვა საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობაზე, რომლებსაც მანამდე მხოლოდ ღია ცის ქვეშ მუშაობის უფლება ჰქონდათ.