საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - საბურთალოს კლასტერი ფართოვდება

გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3031, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 262 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შესაბამისად, განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდგინდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. 

ინფექციონისტების განხცადებით, COVID-19-ის ახალი შემთხვევების ინფიცირების წყარო უკვე ცნობილია. 

„დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 26 შემთხვევა. აქედან 18 არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან. დანარჩენი 8 შემთხვევიდან 4 არის საკარანტინო სივრციდან, 4 კი ე.წ. საბურთალოს კლასტერის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
გამყრელიძე: ჩამოყალიბდა ე.წ. საბურთალოს კლასტერი

გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2494, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 301 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ამ კვირის პირველ დღეებში კორონავირუსის სულ რამდენიმე შემთხვევა ვლინდებოდა - 1-3 ერთ დღეში. 29 მაისს 8 ახალი შემთხვევა დაემატა, 30 მაისს - 11. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ნახტომისებური ზრდა მკაცრი შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.