რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი მკურნალობს

ანაკლია-განმუხურში არსებულ საკარანტინო  სივრცეში ამ დროისთვის 42 პირია, თვითიზოლაციაში 291 პირი იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებენ, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

როგორც კლინიკის მენეჯერმა განაცხადა, ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, ხოლო მეორეს საზღვრის კვეთის ისტორია აქვს.

მისი თქმით, კლინიკაში სულ 19 პაციენტი მკურნალობს, აქედან 9 პაციენტს COVID-19 დაუდასტურდა, ხოლო ათი პაციენტი ცხელების ცენტრშია მოთავსებული. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია შემდეგი გართულებების გარეშე.

ამირან გამყრელიძე ყვითელი მიკროავტობუსების მუშაობით უკმაყოფილოა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,  ანაკლია-განმუხურში არსებულ საკარანტინო  სივრცეში ამ დროისთვის 42 პირია, რაც შეეხება თვითიზოლაციას,  რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 291  პირია თვითიზოლაციაში.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების 783 დადასტურებული  შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3031, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 262 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

გამყრელიძე: ჩამოყალიბდა ე.წ. საბურთალოს კლასტერი >>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის. საქართველოში დღეს კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ნახტომისებური ზრდა მკაცრი შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება.

ნიკა ლატარია