თბილისი, 31 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 248 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 101 ადამიანი გამოჯანმრთელდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
1956 და 1960 წელს დაბადებული ორი მოქალაქის კორონავირუსზე აღებული ანალიზის პასუხი დადებითი აღმოჩნდა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დღეისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 5494 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3428 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 63 - გარდაიცვალა. COVID-19-ით ინფიცირებული 2003 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს.
მათგან 56 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 65 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 298 648 ტესტირება ჩატარდა.