ამირან გამყრელიძე ყვითელი მიკროავტობუსების მუშაობით უკმაყოფილოა

ყვითელი მიკროავტობუსების ბევრი მგზავრი არ იცავს წესებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაწესდა
Sputnik

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. თბილისის სამარშრუტო ტაქსებში ცუდადაა დაცული უსაფრთხოების ზომები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესდა, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა >>

საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში 29 ივნისს ამუშავდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მოქალაქეებმა გარკვეული წესები უნდა დაიცვან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა პირბადის ტარება.

ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან, ეპიდემიოლოგების აზრით, ის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს. ღია უნდა იყოს ფანჯრები.

მუშაობა განაახლა ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსებმა, სადაც ვრცელდება იგივე წესები და, ამასთან, მგზავრების ფეხზე დგომით გადაყვანა იკრძალება.

„გაიხსნა და ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი. გუშინ მე ვაკვირდებოდი, ქალაქში როცა გადავადგილდებოდი, რამდენად იცავდნენ წესებს და გამიხარდა, ბევრ ავტობუსში რომ ვუყურებდი, პატიოსნად იცავდნენ წესებს. თუმცა არა მიკროავტობუსებში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.

ხანგრძლივი კამათის შემდეგ ხელისუფლებამ ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მგზავრებმა მკაცრი წესები უნდა დაიცვან.