საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებმა მუშაობა შესაძლოა კვლავ დისტანციურად გააგრძელონ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების დიდი ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე მიმდინარე წლის მარტში გადავიდა. 
Sputnik

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო დაწესებულებებს თხოვნით მიმართავს, თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის პირობების თაობაზე შესაბამისი სარეკომენდაციო წესი მოგვიანებით გავრცელდება.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების დიდი ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე მიმდინარე წლის მარტში გადავიდა. 

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. ახლა საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა მიმდინარეობს.

ბოლო ორ დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება შეინიშნება. მათი უმრავლესობა თბილისში დაფიქსირდა.