როგორი ამინდი იქნება თბილისში ორშაბათს, 1 ივნისს

ზაფხულის პირველ დღეს საქართველოს დედაქალაქში მზიანი და თბილი ამინდი იქნება, დაფიქსირდება 28 გრადუსი სითბო.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, ორშაბათს, 1 ივნისს თბილისში საკმაოდ თბილი და მზიანი ამინდი იქნება.

ტემპერატურა ღამით იქნება +17, ხოლო დღისით +28 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 05:28 საათზე ამოვა და 20:29 საათზე ჩავა.