ყვითელი ამბები

„ჯანსაღი პროდუქტი მნიშვნელოვანია“ - რატი დურგლიშვილმა ეზოში მარწყვი მოიყვანა

ამ ჟამიანობის პერიოდში ცნობილი ქართველები ფერმერობით დაინტერესდნენ. რატი დურგლიშვილმა საკუთარი ეზოდან ფერადი სურათი გამოაქვეყნა. ნახეთ როგორ გამოიყურება თვითიზოლირებული მომღერალი
Sputnik

მომღერალმა ფერმერობა დაიწყო. მან ამის ამსახველი სურათები საკუთარ გვერდზე განათავსა. ეს კეთილი საქმე ბევრმა თაყვანისმცემელმა მოიწონა. პოსტის კომენტარებში კი, საკუთარ რეცეპტებსა და მიწაზე მუშაობის გამოცდილებას უზიარებენ. თვითიზოლაციის პირობებში რატი შეუდარებლად გამოიყურება. ამაში თავადაც დარწმუნდებით. მიუხედავად იმისა, რომ სოლო-კარიერა დროებით შეჩერებულია, ის სახლის პირობებში განაგრძობს შემოქმედების განვითარებას. წლების წინ, როდესაც დუეტმა „ჯორჯიამ“ „ახალ ტალღაზე“ გაიმარჯვა, ბევრი რატისა და მაკა ზამბახიძის რომანზე ალაპარაკდა, მაგრამ ჭორი ჭორადვე დარჩა. რატი დღემდე არ დაოჯახებულა.

რატი დურგლიშვილი ქართულ შოუ-ბიზნესში ყოველთვის სიმპათიურ მამაკაცად მიიჩნეოდა, ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ რჩება. მას და მაკა ზამბახიძეს წყვილად აღიქვამდნენ მანამ, სანამ დუეტ „ჯორჯიას“ და, შესაბამისად, საზოგადოების ილუზიები არ დაიშალა. მაკა ზამბახიძე მესამედ დაოჯახდა, რატი კი დღემდე მეორე ნახევარს ეძებს. წლების წინ სასურველმა სასიძომ სამსართულიანი სახლი საკუთარი ხელებით მოაწყო, მაგრამ დილა და ღამე მარტო უთენდება და უღამდება. პოპულარულმა მომღერალმა ახალი საქმე წამოიწყო. საინტერესოა, როდის გაუჩნდა რატის საკუთარ ეზოში კენკრისა და სხვა ჯანსაღი პროდუქტების დარგვის იდეა.

გასულ წელს მომღერალმა ამერიკაში ორი კლიპი გადაიღო. მაშინაც ბევრი ალაპარაკდა მის სავარაუდო დაოჯახებაზე, რადგან კლიპში ულამაზესი ამერიკელი მოდელი მონაწილეობს და რატი მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად ტვირთავდა სოციალურ ქსელში.