მოექცა თუ არა კარანტინში ერთ-ერთი კორპუსი საბურთალოზე - ეზუგბაიას განმარტება

განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 757–მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 600 ადამიანი, გარდაიცვალა – 12
Sputnik

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. კორპუსის კარანტინში მოქცევა ალბათ წარმოუდგენელია, ჩაღრმავებული კვლევა ტარდება, განაცხადა  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, საბურთალოს რაიონში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი, კორონავირუსის დაფიქსირების გამო,  კარანტინში მოაქციეს.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში ბოლნისსა და საკარანტინო ზონებს უკავშირდება

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სიახლე არ არის, რომ ქვეყანაში ოთხი თვეა, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

„ამ თემაზე არაფერს ვიტყვი, კვლევა გრძელდება. განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა -  არსებული შემთხვევის ყველა კონტაქტის გამოკვლევა მომხდარია და  მათი  ჩაღრმავებული კვლევა ტარდება. ეს არის ჩვეულებრივი, კანონზომიერი პროცესი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, არასწორია ის ინფორმაცია, რომ თითქოს კორპუსი კარანტინშია მოქცეული.

„კონტაქტების კვლევა გაგრძელდება, როგორც ყოველთვის და გამოიკვლევენ კონტაქტებს, როცა ადამიანებს რეკომენდაციას აძლევ, რომ მეტ-ნაკლებად თავი უნდა შეიზღუდოთ და არ უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული კონტაქტები. ანუ, გარკვეულწილად თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ, ეს არ ნიშნავს, რომ კარანტინია. კორპუსის კარანტინში მოქცევა ალბათ წარმოუდგენელია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 757–მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 600 ადამიანი, გარდაიცვალა – 12. დღეს 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ - 8.

ტურიზმი პირბადით: რა გამოწვევების წინაშეა სექტორი კორონავირუსის პანდემიის გამო  >>

კარანტინში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში – 250. საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში უცხოეთიდან გადმოიყვანეს სამკურნალოდ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ორთვიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემდეგ 23 მაისიდან რეჟიმი მოიხსნა, თუმცა შეზღუდვების ნაწილი დარჩა ძალაში.