COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში ერთ დღეში ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბმა ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა
Sputnik

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 165 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.

დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღე მიულოცა

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა სამი ადამიანი, 202 კი გამოჯანმრთელდა.

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 5246 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3327 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 61 - გარდაიცვალა. COVID-19-ით ინფიცირებული 3327 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს.

მათგან 58 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 68 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 294 264 ტესტირება ჩატარდა.