სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს რესპუბლიკის დღე მიულოცა

აზერბაიჯანის ეროვნული დღესასწაულის პატივსაცემად თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის მოსახლეობას რესპუბლიკის დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და მშვიდობა უსურვა.

თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება>>

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა. ეს იყო პირველი სეკულარული დემოკრატიული რესპუბლიკა მუსლიმანურ აღმოსავლეთში. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას თბილისში მოეწერა ხელი.

„ვულოცავ აზერბაიჯანის პრეზიდენტს რესპუბლიკის დღეს. საქართველოსა და აზერბაიჯანს იტორიული მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ. აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ამ რთული პანდემიის დროს“, – დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ში.

აზერბაიჯანის ეროვნული დღესასწაულის პატივსაცემად თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებით განათდა. ასევე თბილისში რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღე მიულოცა

აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა, საელჩოს თანამშრომლებმა, კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ (SOCAR Energy Georgia) გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა, აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა კავშირის (AZEBI) წევრებმა და სხვა პირებმა ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკში ეროვნული ლიდერის ბიუსტი მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს. ისინი ასევე ეწვივნენ თბილისის ბოტანიკურ ბაღში აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს და ყვავილებით შეამკეს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების ფათალი ხან ხოსკისა და ჰასან ბეი აღაევის საფლავები.

რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აზერბაიჯანის საელჩოს შენობის წინ დამონტაჟებულ სპეციალურ ელექტრონულ დაფაზე აზერბაიჯანისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი წარმოადგინეს.