COVID-19 - ბოლო ცნობები

ზურაბიშვილი: პანდემიის შედეგებთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი

საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო გაეროს მაღალი დონის ონლაინ-კონფერენციაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გლობალური განვითარების დაფინანსების საკითხებს მიეძღვნა.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს მსოფლიო ეკონომიკისა და განვითარებადი ეკონომიკების სტიმულირებისთვის ახალი ინსტრუმენტების მოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს უმაღლესი დონის ონლაინ-კონფერენციაში, რომელიც COVID-19-ის პანდემიის შემდგომ გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს დაახლოებით 60 ქვეყნის ხელმძღვანელმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა ესპანეთის მეფე საქართველოში მოიწვია>>

შეხვედრის მონაწილეებმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ერთად ბრძოლის მზადყოფნა გამოთქვეს.

„მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის აუცილებელია ახალი ინსტრუმენტების პოვნა მსოფლიო ეკონომიკისა და განვითარებადი ეკონომიკების წასახალისებლად. საჭიროა ახალი და ყოვლისმომცველი მიდგომები დაკრედიტების საკითხთა გადასაჭრელად. ახლა უნდა გადაწყდეს ინოვაციური დაფინანსების საკითხი, რომელსაც ჩვენ ყოველმხრივ დავუჭერთ მხარს. საჭიროა გლობალური დახმარების ინიციატივის, მარშალის ახალი გეგმის განხილვა და გადაწყვეტა. ექსტრაორდინარული პერიოდი საგანგებო რეაგირებას იმსახურებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, სტაბილური განვითარების მიზანი – არ არის ხვალინდელი არჩევანი, არამედ დღევანდელი აუცილებლობაა.

საქართველოს პრეზიდენტი ტელეფონით ბელგიის მეფესა და ლუქსემბურგის ჰერცოგს ესაუბრა

2030 წლამდე პერიოდის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მსოფლიოს ლიდერებმა 2015 წლის სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ისტორიულ სამიტზე მიიღეს და ის მდგრადი განვითარების სფეროში 17 ამოცანას ისახავს. მიზნები ეხება მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას, უთანასწორობის შემცირებას, სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას და რესურსების ხელმისაწვდომობას, ასევე ეკოლოგიაზე ზრუნვასა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას.

ზურაბიშვილის სიტყვებით, პანდემიამ გამოკვეთა პროფესიონალიზმისა და ძლიერი მმართველობის მნიშვნელობა როგორც კრიზისთან ბრძოლის, ისე მომავალი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, გამოავლინა და გააღრმავა რა ეკონომიკური ხარვეზები – გაზრდილი უთანასწორობა და სიღარიბე, ეკოლოგიური და სოციალური ხარჯი, რომელიც სათანადოდ არ არის გათვალისწინებული და რომლებზეც აუცილებელია ეფექტური რეაგირების ზომების გატარება.

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა ეკონომიკის გახსნის პროცესზე ისაუბრეს

„ეკონომიკის მართვის ჩვენს მეთოდებში ვცდილობთ ახალი ბალანსის პოვნას ზრდასა და მდგრადობას შორის, ინდივიდუალურ უნარებს, მეწარმეობის მხარდაჭერასა და საზოგადოების მხარდაჭერას შორის, თავისუფალ ვაჭრობასა და დივერსიფიკაციას შორის. ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის უსაფრთხო განვითარების სტრატეგიაზე და საფუძველს ვუყრით მრეწველობის ახალ დარგებს მწვანე ეკონომიკის პარალელურად, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელ ბიომრავალფეროვნებას ეფუძნება“, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზურაბიშვილმა ხაზგასმით მიუთითა, რომ გლობალური პრობლემები ქმნის ახალ გამოსავალს პატარა ქვეყნებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად.

ტურიზმის აღორძინება: რაზე შეთანხმდნენ საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტები>>

„ამავდროულად ვიცით, რომ წავაწყდებით სირთულეებს კაპიტალის ბაზართან და უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია მდგრადი მეწარმეობის განვითარების ეკონომიკის წასახალისებლად. ჩვენ ნოვატორები ვართ, თუმცა ამ გზით მარტო ვერ ვივლით“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნების ეკონომიკებს შორის ბალანსის აღდგენა და ადაპტაცია საერთო საერთაშორისო სწრაფვად უნდა იქცეს.