ყვითელი ამბები

ოლივერს ვაკის პარკში სირბილის დროს შარვალი ჩასძვრა – ნუკი კოშკელიშვილის სახალისო ვიდეო

ვაკის პარკში სეირნობისას პატარა ოლივერს შარვალი ფეხებში მოედო და საცვლების ამარა დარჩა. პოპულარულმა დედამ სიცილი ვერ შეიკავა და ვიდეოც გადაუღო.
Sputnik

სასაცილო ვიდეო პოზიტიურმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა საკუთარი Innstagram-ის „სთორიზე“ განათავსა. ოლივერი ვაკის პარკში სეირნობდა, რა დროსაც ტემპს მოუმატა, სირბილი დაიწყო და წითელი შარვალი ფეხებქვეშ აღმოაჩნდა. გაოცებულმა ნუკიმ კამერის გათიშვა ვერც მოასწრო, სიცილი აუტყდა და მცირეწლოვანი ვაჟის ვიდეო სოციალურ ქსელში აღმოჩნდა.

ნუკი კოშკელიშვილი ქმარს დროებით დაშორდა. წყვილს ათასობით კილომეტრი აშორებს კორონავირუსის პანდემიის გამო. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ცნობილი მსახიობი პოზიტიურ განწყობაზეა. ნუკიმ რამდენიმე ემოციური პოსტი ქმარს მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ასე ურთიერთობა ძალიან გაუჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ექიმი ქმარი ბენჯი ხაიმი დღეში ასობით კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობს, პატარა ვაჟს მხიარული განწყობით ესაუბრება. ამის ამსახველ ფოტოს ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი გვერდის „სთორიზე“ ყოველდღიურად აქვეყნებს.

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ეს გადაწყვეტილება მან სპონტანურად მიიღო და იხსენებს, რომ არც იცოდა ვისთან ჩადიოდა ამერიკაში. გარისკა და ძალიან გაუმართლა, რომ პირველ პარტნიორთან მტკივნეული დაშორების შემდეგ ბენჯის შეხვდა. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა პატარა ოლივერს ქართული ასწავლა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა. სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ახლა ის საქართველოში დარჩა და უკან ვეღარ ბრუნდება. პანდემიის გამოცხადებისთანავე მისი და ქმრის უშუალო ურთიერთობა გაწყდა, თუმცა დისტანცია მათ უფრო მეტად აერთიანებთ.