მსოფლიო დღეს

დაიბადა ბავშვი ორი პირითა და ორი ენით – ვრცელდება ფოტოები

ნაყოფის განვითარებაში გადახრა ჯერ კიდევ ორსულობის მესამე ტრიმესტრში დაფიქსირდა, თუმცა ექიმებმა ივარაუდეს, რომ ეს თანდაყოლილი კისტა ან ფიბროზული დისპლოზია უნდა ყოფილიყო.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. აშშ-ში დაიბადა გოგონა, რომელსაც ორი პირი და ასევე ორი ენა ჰქონდა. მედიკოსებმა შემთხვევა აღწერეს ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალში BMJ Case Reports

დაიბადა სირინოზი ბავშვი - იშვიათი შემთხვევა მედიცინაში

გავრცელებული ინფორმაციით, ნაყოფის განვითარებაში გადახრა ჯერ კიდევ ორსულობის მესამე ტრიმესტრში დააფიქსირეს. ულტრაბგერითმა კვლევამ ანომალიური მასა გამოავლინა ნაყოფის ყბის მარჯვენა მხარეს, მაგრამ ექიმებმა ივარაუდეს, რომ ეს თანდაყოლილი კისტა ან ფიბროზული დისპლოზია უნდა ყოფილიყო.

ბავშვის დაბადების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ პატარას მეორე პირი ჰქონდა მინიატურული ყბით, ენითა და ამოუჭრელი კბილებით. ამასთან, მეორე ენა ძირითადის მოძრაობებს იმეორებდა.

ექვსი თვის შემდეგ გოგონას ოპერაცია გაუკეთეს და რუდიმენტი მოკვეთეს.

​ექიმების თქმით, მიუხედავად იშვიათი პათოლოგიისა, ბავშვს სხვა გადახრები ჯანმრთელობაში არ აღენიშნება.