საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოჯანმრთელდა 576 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2966, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 746 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

გამოჯანმრთელდა 576 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2966, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.