ყვითელი ამბები

ლიზა ყენია ნახევრად შიშველი აივანზე პოზირებს – პიკანტური ფოტოები ბათუმიდან

დაწესებული შეზღუდვების შემდეგ სექსუალური ლიზა ყენია გასარუჯად გაეშურა და საცვლებსა და მაისურის ამარა სასტუმროს ნომრის აივანზე ფოტოსესია მოაწყო.
Sputnik

ლიზას ზღვისპირა ქალაქი იმდენად მოენატრა, რომ პირველივე ხელსაყრელ მომენტში გასარუჯად გაეშურა. ცეცხლოვანმა შემსრულებელმა ბათუმის პლაჟიდან ულამაზესი კადრები უკვე გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ლოზუნგია „დარჩი სახლში“, მომღერალმა სხეულს სათანადოდ მიხედა და სექსუალური ფორმები შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ ლიზას თაყვანისმცემლების არმია ჰყავს. რამდენიმე ხნის წინ მან ურთიერთობა თბილისელ უსიმპათიურეს ბიჭთან დაიწყო. ერთი წლის წინ ლიზა ყენია და კალათბურთელი გიორგი ბრაგვაძე ერთმანეთს დაშორდნენ. ახლა კი, საზოგადოება რეპერ „ძვალსა“ და მის ურთიერთობას აქტიურად განიხილავს.

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ცნობილი „მზიურის“ ერთ-ერთი ცნობილი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

ლიზა განსაკუთრებულ ყურადღებას არა მხოლოდ შესრულების მანერით, არამედ ეპატაჟურობითაც იქცევს. შემსრულებელმა უამრავი ადამიანის ყურადღება ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში მიიპყრო. ის სხვადასხვა მასშტაბურ შოუებსა და კონკურსებზე თავს პროფესიონალურად წარმოადგენდა და დიდ წარმატებას უმოკლეს დროში მიაღწია. მაია ჯაბუას შუათანა ქალიშვილმა სახელი მომღერალ დედაზე არანაკლებ სწრაფად გაითქვა.

ლიზა ყენია ახალი ჰიტების შექმნას არ წყვეტს. ნიჭიერი არტისტის უახლეს კლიპებს ტენდენციურობა ეტყობა და ეს უფრო მეტ ხიბლს მატებს. მის ახალ სიმღერას YOUTUBE-ის ოფიციალურ გვერდზე 290 ათასამდე ნახვა აქვს. რაც მთავარია, ქართველი მომღერლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას ლიზას შემოქმედება მოეწონა. აი, როგორ ეხმაურებიან შავკანიან მსახიობთან ერთად გადაღებულ კლიპს: „ნამდვილად კარგია, ქართველი არტისტისგან რომ არ ელი, აი ისეთია...; „სუპერ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესოა, რაც კი მინახავს... ევროპის დონის კლიპია!“; „ძალიან კარგიაა. ლიზაა, ნიჭიერი გოგო ხარ! ეს სიმღერაა ორი დღეა აკვიატებული მაქვს“.