ყვითელი ამბები

კესარია აბრამიძე ბუნებრივ სილამაზეს არ მალავს – ტრანსგენდერი ქალის შესაშური გარეგნობა

ფოტომოდელმა მორიგი უმაკიაჟო სურათი გამოაქვეყნა. მისი ბუნებრივი სილამაზე გაგაოცებთ. კესარია აბრამიძის შეუდარებელი „ლუქი“ სოციალური ქსელიდან.
Sputnik

სკანდალური, ეპატაჟური, ინტრიგებით აღსავსე – საზოგადოება კესარია აბრამიძეს ამ სიტყვებით მოიხსენიებს. მიუხედავად ამისა, ყველასათვის ცნობილი ქართველი ფოტომოდელი გაღიზიანებას აღარ იწვევს. წლების წინ მის მიმართ გამოჩენილმა აგრესიის ტალღამ კესარიას იმედები გაუცრუა და ის დიდი ხნის მანძილზე ტელეეკრანებზე აღარ ჩნდებოდა. მისი ცხოვრებით უამრავი ადამიანი ინტერესდება და ამას კესარიას სოციალური ქსელის მოწონებებიც ამტკიცებს.

კესარიას თქმით, მას პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია. თაყვანისმცემლებს მის სიტყვებში ეჭვი შეეპარათ. ამიტომ ფოტომოდელმა დედის სურათი გამოაქვეყნა და ყველაფერი ნათელი გახდა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო სახლში დარჩენილმა ტრანსგენდერმა შთაგონების წყარო იპოვა. მისი გვერდი სხვადასხვა გემოვნებიანი გარდასახვით აჭრელდა. მიუხედავად პროფესიონალურად გაკეთებული მაკიაჟისა, ბუნებრივმა სურათმა ყველა რეკორდი მოხსნა. რას წერენ თაყვანისმცემლები და როგორ ეხმაურებიან მას?

„ეს ადამიანი მიყვარს მისი უბოროტო ხასიათით“; „სამყარომ იცის, რომ ისედაც ულამაზესი ხარ!“; „ნუ სიტყვებიც არ მყოფნის... რა ვუწოდო ამ სილამაზეს?“, – აღფრთოვანებას ვერ მალავენ მამაკაცები და ქალბატონები. მის გვერდზე პოზიტიური კომენტარები არ წყდება. კესარიას მთელ სახეს ულამაზესი ჭორფლი ამშვენებს. როგორც ჩანს, ტრანსგენდერ ქალს საკუთარ გარეგნობაში ჭორფლი არ მოსწონს და მაკიაჟით იფარავს.


საქართველოში, მიუხედავად დიდი კრიტიკისა, ტრანსგენდერი ქალების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ. კესარია აბრამიძის ტელეეკრანებზე გამოჩენამ გაუგებრობა და აგრესია გამოიწვია. იყო პერიოდი, როდესაც ფოტომოდელი მედიას აღარ ეკონტაქტებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. მაკიაჟის ხრიკებს პროფესიონალივით ეუფლება. მისი გარეგნობით აღტაცებულები რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში კომპლიმენტებს არ იშურებენ. სოციალურ ქსელში კესომ „ფოლოვერები“ გამოიწვია. დაინტერესებულები ფოტომოდელს ეხმაურებიან და რჩევებს სთხოვენ. კესარიას თითოეული ლუქი სექსუალობითა და პიკანტურობით გამოირჩევა, მაგრამ ბუნებრივმა, უმაკიაჟო სახემ უფრო მეტი გამოხმაურება გამოიწვია.