დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღე მიულოცა

აზერბაიჯანის ეროვნული დღესასწაულის პატივსაცემად თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანის მთავრობას და ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცა.

თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება

„თბილი მილოცვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. ვუსურვებთ წარმატებას და კეთილდღეობას ჩვენს მეზობლებს, სტრატეგიულ პარტნიორებს და ბედნიერებას აზერბაიჯანელ მეგობრებს“, – დაწერა დავით ზალკალიანმა Twitter-ში.

აზერბაიჯანი დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა. ეს იყო პირველი სეკულარული დემოკრატიული რესპუბლიკა მუსულმანურ აღმოსავლეთში. დეკლარაციას დამოუკიდებლობის შესახებ თბილისში მოეწერა ხელი.