ყვითელი ამბები

უზარმაზარი იასამნისფერი მოდური ნაწნავი – ნატალია ყიფშიძის რადიკალური ცვლილება

ცნობილი მოდელისა და მსახიობის ქალიშვილი თამამი ექსპერიმენტებით გამოირჩევა. ნახეთ, როგორი ექსტრავაგანტული გადაწვეტილება მიიღო ცნობილი სახეების შვილმა.
Sputnik

სკანდალური მშობლების ერთადერთი საერთო ქალიშვილი იმიჯის ცვლილებებს არ უშინდება. მის თითოეულ ნაბიჯს დედა მკაცრად აკონტროლებს, თუმცა ნატალია ჰყვება, რომ ყველაზე დიდი გულშემატკივარი მაინც კრისტია. მიუხედავად იმისა, რომ ნატალია მამასთან ერთად აღარ ცხოვრობს, მათი ურთიერთობა უფრო გულისხმიერი გახდა.

გიორგი ყიფშიძეს ცოტა ხნის წინ ვაჟი შეეძინა. უფროსი ქალიშვილი პატარა კოსმოს განსაკუთრებული სიყვარულით უვლის. ნატალია აღნიშნავს, რომ მამასთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს. რამდენიმე წელია თინეიჯერი გოგონა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სოციალურ ქსელში პიკანტური და გამომწვევი სურათების გამოქვეყნებას არ უშინდება. თანატოლ გოგონებს შორის სითამამით გამოირჩევა და დიდ მოწონებას იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ მსახიობების ოჯახში გაზრდილი ნატალია სულ სხვა სფეროში აღმოჩნდა. ის შეყვარებულის პროფესიით დაინტერესდა და GIPA-ში ციფრული მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩააბარა.

ნატალია და კრისტი ყიფშიძეები საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესით არიან განებივრებული. გოგონას მიერ გამოქვეყნებულ ყველა პოსტს დიდი გამოხმაურება მოსდევს. მისი ბანკეტი, დაბადების დღე, ან მეგობრებთან ჩვეულებრივი გასეირნება თანატოლების დიდ მოწონებას იმსახურებს. Instagram-ის ოფიციალური გვერდზე ნატალიას 40 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს, რომლებიც მოდელისა და მსახიობის ქალიშვილს კომპლიმენტებით ავსებენ. ნატალია, თავის მხრივ, თანატოლებისთვის სამაგალითო გოგონად იქცა. თანამედროვე სტილითა და სითამამით გამორჩეული – ასე აფასებენ მას მისი მეგობრები.

ახლახან ნატალიამ გრძელ შავ თმებს ულამაზესი შტრიხი დაუმატა. გოგონამ იასამნისფერი ძაფებით უმსხვილესი ნაწნავი დაიწნა. თამამი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, „ფოლოვერებმა“ დადებითად შეუფასეს.