რუბენ სადოიანმა სომხეთის პირველი რესპუბლიკის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო

თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში 102 წლის წინ სომხეთის ეროვნულმა საბჭომ სომხეთის პირველი დამუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის შესახებ დეკლარაცია მიიღო.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატებმა ელჩის რუბენ სადოიანის ხელმძღვანელობით სომხეთის დამოუკიდებლობის დღე თბილისში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში სტუმრობით აღნიშნეს. 

საქართველოს საგარეო უწყებამ სომხეთს პირველი რესპუბლიკის დღე მიულოცა

როგორც საელჩოში განაცხადეს, სწორედ ამ სასახლეში 102 წლის წინ სომხეთის ეროვნულმა საბჭომ სომხეთის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის შესახებ დეკლარაცია მიიღო. ორი წლის წინ, სომხეთის საელჩოს ინიციატივით, დეკლარაციის ხელმოწერის ადგილზე მემორიალური დაფა განთავსდა. დღეს სომეხმა დიპლომატებმა ეს ადგილი ყვავილებით შეამკეს.

რუსეთის იმპერატორის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ყოფილ სასახლეში 1917 წელს ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობა მოქმედებდა, 1918 წლის 26 მაისს კი სასახლის ერთ-ერთ დარბაზში საქართველოს, ორი დღის შემდეგ კი სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე გამოცხადდა.