როდის გაიხსნება მაღაზიები საქართველოში – პრემიერმა თარიღი დაასახელა

საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. სავაჭრო ობიექტები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაიკეტა, მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე.

საქართველოში რესტორნები 8 ივნისიდან გაიხსნება>>

საქართველოში მაღაზიები მარტის შუა რიცხვებში ახალი კორონავირუსული ინფექცია COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო დაიკეტა. აპრილის ბოლოს მუშაობის ნებართვა მისცეს იმ მაღაზიებს, რომლებსაც ცალკე შესასვლელი ქუჩიდან აქვთ, მაგრამ ეს არ შეეხო ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიებს.

„ორშაბათიდან, 1 ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები“, – განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. ახლა საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა მიმდინარეობს.