ყვითელი ამბები

ნუკი კოშკელიშვილმა დაშორებული მამა-შვილის ნახევრად შიშველი ფოტოები გამოაქვეყნა

მსახიობი და ტელეწამყვანი მეორე ნახევარს ხუთი თვეა დისტანციურად ეკონტაქტება. ნუკიმ თავად გაასაჯაროვა მამა-შვილის უსაყვარლესი ფოტო, რომელზეც ორივე ერთნაირად ნახევრად შიშველი პოზირებს.
Sputnik

ნუკი კოშკელიშვილი ქმარს დროებით დაშორდა. წყვილს ათასობით კილომეტრები კორონავირუსის პანდემიის გამო აშორებს. ამ ხნის მანძილზე ერთგულ მეუღლეს სოციალური ქსელების მეშვეობით ეკონტაქტება. აღნიშნავს, რომ ასე ურთიერთობა ძალიან გაუჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ექიმი ქმარი ბენჯი ხაიმი 24 საათის მანძილზე ასობით კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობს, პატარა ვაჟს მხიარული განწყობით ესაუბრება. ამის ამსახველ მორიგ ფოტოს ნუკი საკუთარი გვერდის „სთორიზე“ აქვეყნებს. „წინა ხაზზეა, ყოველ დღე იბრძვის! დღეში 100-ზე მეტი პაციენტი მიდის მასთან და ყველას სავარაუდოდ კორონა აქვს“, – წერდა სევდიანი მსახიობი. გამოუვალი მდგომარეობისა და გულისტკივილის მიუხედავად, ნუკი და მისი მეუღლე ვითარებას ადეკვატურად აფასებენ და საუბარს გვიან ღამით, ექიმის კლინიკიდან დაბრუნების შემდეგ ახერხებენ. ოლივერი ექიმ მამას სულ უფრო და უფრო ემსგავსება.

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა პატარა ოლივერს ქართული ასწავლა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა. სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია.

ასე გამოიყურება კოვიდ-19-თან საბრძოლველი აღჭურვილობისგან სახეშეცვლილი მამა ვაჟთან დისტანციურად საუბრისას. მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი საქართველოშია და, როგორც ჩანს, კორონავირუსმა დეპრესიაში ჩააგდო. რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში წერდა, რომ ერთ კვირაში ამერიკას დაუბრუნდებოდა, თუმცა მოვლენები მოულოდნელი სცენარით განვითარდა. ის დღემდე მშობლების სახლში შვილთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას.