ყვითელი ამბები

„ჩუმად შეაღწია ჩემპიონატზე და მოსასვენებელ ოთახში მოუწყო სკანდალი...“ – ახალი დეტალები

ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის ურთიერთობის ახალი დეტალების შესახებ ადვოკატმა ისაუბრა. მისი თქმით, ჩოგბურთელი მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო, აცხადებს ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“.

შოთა არველაძემ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ ნეკა დოროყაშვილს არ სურდა ნიკოლოზ ბასილაშვილთან განქორწინება, განქორწინების ინიციატორი თავად ჩოგბურთელი იყო. აქედან ლოგიკური დასკვნა ისაა, რომ თუ ბასილაშვილი მოძალადე იყო, მის მეუღლეს განქორწინების სურვილი უნდა ჰქონოდა.

ადვოკატი იხსენებს შემთხვევას, როდესაც ნეკა დოროყაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე ყოფილ მეუღლეს სკანდალი მოუწყო, როდესაც 2019 წელს კონსპირაციულად გაიარა აკრედიტაცია, შევიდა მოსასვენებელ სივრცეში და ჩოგბურთელს მოუწყო კონფლიქტი.

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის უმშვენიერესი საცოლე – ფოტოები სოციალური ქსელიდან
„სადაც იყო საუბარი, რომ ის განქორწინებას არ დათანხმდებოდა და მისთვის უნდა გადაეფორმებინა გარკვეული ქონება, თუმცა ამის გადაფორმებაზე პრობლემა არასდროს ჰქონია. იმდენად გამოიყვანა წყობიდან ნიკოლოზი, რომ იძულებული გახდნენ ჩარეულიყვნენ ორგანიზატორები, ჩემპიონატის დირექტორი, რომელიც ამას დაადასტურებს. პრაქტიკულად, სკანდალი იყო. მას გაუუქმეს აკრედიტაცია და მოგვიანებით, ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილის ხარჯებით, მან დატოვა ამერიკის შეერთებული შტატები“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ჩოგბურთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო იმით, რომ დაეკმაყოფილებინა ნეკა დოროყაშვილის კაპრიზები, ის კი ყველა ჩემპიონატის წინ ცდილობდა გამოეყვანა წყობილებიდან.

„ნეკას ეს „ძალადობა“ ჰაერივით სჭირდებოდა“ – თამარ ივერი ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს
„რეალურად, ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იმყოფებოდა წნეხის ქვეშ, რაც აისახა მის თამაშებზე“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

პროკურატურამ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. სასამართლომ ბასილაშვილს 100 000 ლარის გირაო შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე 16 ივლისს ჩაინიშნა.