მსოფლიო დღეს

ეტლში მჯდომმა მუნჯმა ახალგაზრდამ საიუველირო მაღაზიის გაძარცვა სცადა – ვრცელდება ვიდეო

19 წლის ახალგაზრდა მაღაზიაში სავარძლით შევიდა, გამყიდველს წერილი გადასცა მოთხოვნით, მიეცა მისთვის მთელი ფული და პისტოლეტი დაუმიზნა, რომელიც ტერფებით ეჭირა.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ცერებრალური დამბლით დაავადებულმა მუნჯმა ახალგაზრდამ სათამაშო პისტოლეტით საიუველირო მაღაზიის გაძარცვა სცადა, იუწყება გამოცემა JornalNH.

შემთხვევა ბრაზილიაში, კანელას მუნიციპალიტეტში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდა მაღაზიაში სავარძლით შევიდა. მძარცველმა გამყიდველს წერილი გადასცა მოთხოვნით, მიეცა მისთვის მთელი ფული და სათამაშო პისტოლეტი დაუმიზნა, რომელიც ტერფებით ეჭირა.

ინციდენტი შემთხვევითმა გამვლელმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა მძარცველი დააკავეს, დაკითხეს და მშობლებს გადასცეს.

მოუწევს თუ არა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდას კანონის წინაშე პასუხისგება საკუთარ საქციელზე, ჯერჯერობით უცნობია.