ერთ დღეში 15 შემთხვევა: ახალციხეში ძაღლებმა ბავშვები დაკბინეს

ყველა არასრულწლოვანს ცოფის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდა. ამჟამად ისინი კლინიკიდან გაწერილი არიან და სახლებში იმყოფებიან.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ახალციხეში ერთ დღეში ბავშვებზე ძაღლების თავდასხმის 15 ფაქტი დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ბერი, რომელმაც მონასტერში 55 მიუსაფარი, დასნეულებული ძაღლი შეიფარა და უვლის

მოზარდები ქუჩის ძაღლებმა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე დაკბინეს. ყველა დაზარალებული არასრულწლოვანია, მათ შორის ერთი – ორი წლის.

მედიკოსების განცხადებით, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველას ცოფის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდა. ამჟამად ისინი კლინიკიდან გაწერილი არიან და სახლებში იმყოფებიან.

ერთი ძაღლი შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა დაიჭირეს, დანარჩენები კი კვლავ თავისუფლად გადაადგილდებიან ქუჩებში.