COVID-19 საქართველოში: პაციენტების 75%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა

ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 166 პაციენტი მკურნალობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე სამჯერ და მეტად გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობას.
Sputnik

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 20-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და ამჟამად 557-ს შეადგენს, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.  

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 166 პაციენტი მკურნალობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე სამჯერ და მეტად გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობას. 

ამჟამად კორონავირუსი დადასტურებული აქვს 735 ადამიანს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 557-ს (73,7%) მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა.