საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქება საბერძნეთში – ფოტო

Sputnik

25 მაისიდან საბერძნეთში გაიხსნა ტავერნები, რესტორნები, კაფეები და ბარები. ქვეყნის მოსახლეობას უკვე შეუძლია ესტუმროს ამ დაწესებულებებსა და სანაპიროს.

მაგალითად, შაბათს, 16 მაისს 40 გრადუსი სიცხის გამო დაგეგმილთან შედარებით ორი კვირით ადრე გაიხსნა 515 პლაჟი, 17 მაისიდან მორწმუნეებს საკვირაო ლიტურგიაზე დასწრების ნებართვა მისცეს, 18 მაისიდან განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები, ამუშავდა ზოოპარკები და ბოტანიკური ბაღები.

შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება 4 მაისიდან დაიწყო. გეგმა გაწერილია ორ თვეზე იმ პირობით, თუ სიტუაცია არ გართულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მთავრობა ისევ კარანტინის გაძლიერებულ რეჟიმს დააწესებს.

1 / 7
საბერძნეთში შაბათს 30 გრადუსი სიცხის გამო გაიხსნა ორგანიზებული პლაჟები, რომლებიც ორი თვის განმავლობაში იყო დაკეტილი
2 / 7
რა თქმა უნდა, სანაპიროზე ახალი წესები მოქმედებს, ორგანიზებული პლაჟების პერსონალი ვალდებულია შეძლონგებს ყოველი კლიენტის შემდეგ დეზინფექცია ჩაუტაროს. დამსვენებლები ვალდებულები არიან შეზლონგებზე პირსახოცები დაიგონ
3 / 7
ზღვაში ბანაობა პირველი ივნისიდან უნდა დაშვებულიყო, თუმცა ძლიერი სიცხის გამო პლაჟები ორი კვირით ადრე გახსნეს
4 / 7
სანაპიროებზე მკაცრად კონტროლდება დამსვენებლების რაოდენობა, აქ ათას კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 40 ადამიანი დაიშვება
5 / 7
მინიმალური მანძილიქოლების სადგამებს შორის ოთხი მეტრია, ხოლო ქოლგების ჩრდილებს შორის - ერთი მეტრი. ერთი ქოლგის ქვეშ შეიძლება მხოლოდ ორი შეზლონგის დადგმა, გარდა ოჯახებისა. რომლების წევრების არასრულწლოვნები არიან
6 / 7
პერსონალი ვალდებულია გამოიყენოს ნიღბები. ზემოთჩამოთვლილი ერთ-ერთი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 5 ათასიდან 20 ათას ევრომდეა, რაც დაწესებულების მოცულობაზეა დამოკიდებული. პლაჟის საქმიანობა კი 30 დღით შეჩერდება
7 / 7
ვარაუდობენ, რომ ეს წესები საბერძნეთში ტურისტული სეზონის გახსნის შემთხვევაშიც იმოქმედებს