მსოფლიო დღეს

მშობლებმა ბავშვი შეცდომით ცოცხლად დამარხეს – საზარელი შემთხვევა

ექიმებმა ნაპოვნი პატარა იცნეს, გაირკვა, რომ წინა დღით სწორედ მათ ამშობიარეს ორსული, რომელმაც ბავშვი ვადაზე ორთვენახევრით ადრე გააჩინა.
Sputnik

თბილისი, 26 — Sptnik. მშობლებმა შეცდომით ცოცხლად დამარხეს ახალშობილი გოგონა, რომელიც ვადაზე ადრე დაიბადა, იუწყება გამოცემა The Indian Express.

შემთხვევა ინდოეთის გუჯარათის შტატში მოხდა. 

პოლიციამ გადაარჩინა ქალი, რომელიც შვილმა ცოცხლად დამარხა - ვიდეო ადგილიდან

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მეორე დილით შემთხვევით აღმოაჩინა გამვლელმა, რომელმაც დასახმარებლად მეზობლებს უხმო. მათ ერთად ამოთხარეს ახალშობილი და, მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსები და პოლიცია გამოიძახებული ჰყავდათ, თავად გადაიყვანეს ბავშვი ადგილობრივ პოლიკლინიკაში.

ექიმებმა პატარა იცნეს. გაირკვა, რომ წინა დღით სწორედ მათ ამშობიარეს ორსული, რომელმაც ბავშვი ვადაზე ორთვენახევრით ადრე გააჩინა.

გამომდინარე იქიდან, რომ პოლიკლინიკაში რეანიმაციული განყოფილება არ იყო, მედიკოსებმა მშობლებს ახალშობილის კერძო კლინიკაში გადაყვანა ურჩიეს.

მაგრამ, მშობლების თქმით, გზაში ბავშვმა მოძრაობა შეწყვიტა და ოჯახმა მისი დამარხვა გადაწყვიტა. 

გადარჩენილი გოგონა ამჯერად უკვე გადაიყვანეს რეანიმაციაში, მაგრამ 30 საათის შემდეგ ის მაინც გარდაიცვალა.