თბილისი, 26 მაისი – Sputnik. 26 მაისი ქვეყნის მთავარი დღესასწაულის – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, რომელიც ყოველ წელს მასშტაბურად აღინიშნება, თუმცა, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.
არებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წელს 26 მაისს ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კინოცენტრი 26 ფილმს აჩვენებს>>
ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ.