ყვითელი ამბები

„აღარ არსებობენ ღირსეული მამაკაცები...“ – ალექსანდრა პაიჭაძის ხმაურიანი აღიარება

ფოტომოდელი ქალებს საკუთარ თავში გარკვევისკენ მოუწოდებს. მან შოკის მომგვრელი განცხადება გაავრცელა. ნახეთ, რას წერს და უზიარებს „ფოლოვერებს“ სექს-სიმბოლო.
Sputnik

„ქალღმერთებო, საკუთარ თავში გაერკვიეთ და არა კაცებში... სანამ კაცების კრიტიკაში და დაწუნებაში ვიყავი, ჩემმა გონებამ დაიჯერა, რომ აღარ არსებობენ ჩემი კრიტერიუმებისთვის ღირსეული მამაკაცები“, – აღიარებს ალექსანდრა. ცნობილი მოდელი 21 წლის ასაკში დაოჯახდა და მალე ვაჟი დემეტრე შეეძინა. მისი რჩეული ფეხბურთელი გიორგი ხატიაშვილი იყო. შვილის აღზრდაში დიდ ძალისხმევასა და მონდომებას დებს, რათა დემეტრე ნამდვილ ჯენტლმენად გაზარდოს.

ალექსანდრას გარშემო უამრავი ქალი გაერთიანდა. მის გვერდს მამაკაცები უფრო მეტი რაოდენობით ათვალიერებენ, თუმცა ქალბატონებისთვის ალექსანდრა ერთგვარ მოტივატორად იქცა. „ჩემი ქაოსის დალაგების პარალელურად დავიწყე აქცენტის გაკეთება მამაკაცის ღირსებებზე, გონებით წარმოვიდგენდი, როგორი ბევრნი არიან ჩემს გარშემო ნამდვილი, გალანტური, განათლებული, საინტერესო, ღრმა, ნიჭიერი, მონდომებული, თავდაჯერებული, უსაფრთხო მამაკაცები და უფრო მეტადაც გამრავლდა ეს ხალხი რეალურ ცხოვრებაშიც...“ – განაგრძობს პაიჭაძე.

მოდელის თქმით, ბევრი მუშაობა მოუხდა იმაზე, რომ მამაკაცების მიმართ შინაგანი ბრაზი დაეძლია.

ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვანი და მომხიბლავი იმიჯით გამოირჩევა. რამდენიმე პროფესიის მქონე მოდელი კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ მოქცეულა, მაგრამ ამჯერად მისი სოციალური ქსელის მიმდევრები კრიტიკას ვერ მალავენ. ალექსანდრამ ზუგდიდის ერთ-ერთი ულამაზესი სასტუმროს აივნიდან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. მზის ჩასვლა და მოდელის მოხდენილი მოძრაობები ბევრმა ადამიანმა მოიწონა, განსაკუთრებით კი მამრობითი სქესის წარმომადგენლები აქტიურობდნენ.