„ვექტორი“ COVID-19-ის ვაქცინის გამოცდის თარიღს ასახელებს

გინცბურგის თქმით, რუსეთში მასიური ვაქცინაცია შესაძლოა შემოდგომაზე დაიწყოს, რასაც ექვსიდან ცხრა თვემდე ვადა დასჭირდება.
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. რუსეთის „როსპტრებნადზორის“ ვირუსოლოგიის სამეცნიერო ცენტრი „ვექტორი“ კორონავირუსის ვაქცინის კლინიკურ გამოცდას ივნისის ბოლოსთვის გეგმავს, განაცხადა ცენტრის გენერალურმა დირექტორმა რინატ მაქსიუტოვმა.

მისი თქმით, ამ დროში ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროსგან კლინიკურ გამოცდებზე უფლებასაც მიიღებს და ასევე ცხოველებზე ჩატარებული ტესტირების შედეგებსაც.

როდის დასრულდება რუსეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის კვლევები

მაქსიუტოვის განმარტებით, ვაქცინამ მასობრივ გამოყენებამდე წარმატებით უნდა გაიაროს ლაბორატორიული ცდები, მიიღოს წამლის ფორმა და დაიწყოს წარმოება.

ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს კლინიკამდელი და კლინიკური კვლევების სრული სპექტრი და გაიაროს რეგისტრაცია.

მანამდე ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა განაცხადა, რომ მანაც და ცენტრის იმ თანამშრომლებმაც, რომლებიც უშუალოდ ვაქცინაზე მუშაობდნენ, უკვე გაიკეთეს აცრა და ანტისხეულებიც გამოუმუშავდათ. 

„ვექტორის“ გარდა რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე ასევე მუშაობს სანქტ-პეტერბურგის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. პრეპარატის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც.

გინცბურგის თქმით, რუსეთში მასიური ვაქცინაცია შესაძლოა შემოდგომაზე დაიწყოს, რასაც ექვსიდან ცხრა თვემდე ვადა დასჭირდება.