საქართველოში COVID-19-ის ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა.
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი ბოლნისის წყაროს უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

სამი კვირა შეზღუდვების მოხსნიდან – რას ელოდებიან ქართველი ეპიდემიოლოგები>>>

ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

„გუშინ ჩვენს კლინიკაში ბოლნისიდან ერთი პაციენტი გადმოიყვანეს. იგი რისკ-ჯგუფს არ მიეკუთვნება. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მსუბუქი. ვნახოთ, თუ დინამიკაში ავადმყოფობის პროგრესირება არ მოხდება, მაშინ ერთი კვირის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამჟამად კორონავირუსი სულ დადასტურებული აქვს 732 ადამიანს. აქედან გამოჯანმრთელდა 537 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 300 პაციენტია. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა.