პროფილაქტიკისთვის: საქართველოში ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილში გასახდელები უქმდება

საუბარია ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე, როგორიცაა Zara, Massimo Dutti, Oysho, Bershka, Stradivarius და ა.შ., რომლებიც თბილისის დიდ სავაჭრო ცენტრებშია წარმოდგენილი.
Sputnik

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. კომპანია Retail Groups Georgia-ში შემავალ მაღაზიებში გასახდელი ოთახები აღარ იარსებებს, განაცხადა კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა ჟურნალისტებთან.

საუბარია ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე, როგორიცაა Zara, Massimo Dutti, Oysho, Bershka, Stradivarius და ა.შ., რომლებიც თბილისის დიდ სავაჭრო ცენტრებშია წარმოდგენილი.

მგალობლიშვილის სიტყვებით, რამდენადაც ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, კომპანიამ პანდემიის პროფილაქტიკის მიზნით გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. 

ვინ და როგორ შეძლებს მუშაობას საქართველოში: წესების და შეზღუდვების სრული ჩამონათვალი

მისი თქმით, პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. კერძოდ, უკან მიბრუნებული ტანსაცმელი დარბაზის ნაცვლად კარანტინში მოხვდება.

ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საქართველოში უკვე გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და რიგი შეზღუდვები – ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით პერიოდში მოქმედებდა.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობა აღარ გაეხანგრძლივებინა, თუმცა რიგი შეზღუდვები 15 ივლისამდე ძალაში დატოვა. მათ შორის არის ფეხსაცმლის და ტანსაცმლის მაღაზიების საქმიანობა, რომლებიც ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ–რეჟიმში მუშაობენ.