სტიქია რაჭაში: ადიდებულმა მდინარემ გზა დატბორა

ონის მუნიციპალიტეტში გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ გზა დააზიანა. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ჭანჭახი ადიდდა და სოფელ გლოლაში ცენტრალური ავტომაგისტრალი დატბორა, იუწყება ტელეარხი Imedi.

წვიმა, სეტყვა, წყალდიდობა – საქართველოში უამინდობა გრძელდება

სიტუაციას ადგილზე გაეცნენ რეგიონის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე.

წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად ადგილზე სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

ამ დღეებში სინოპტიკოსები ვარაუდობდნენ ამინდის მკვეთრ გაუარესებას, უხვ ნალექს და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების განვითარებას. მათი პროგნოზით ხვალაც ცუდი ამინდი იქნება და ოთხშაბათს გამოიდარებს.