მსოფლიო დღეს

სახის დასაბანად უიაფეს შამპუნს ვიყენებ: ყოფილი სუპერმოდელი საიდუმლოს ამხელს

46 წლის მოდელი და ოთხი შვილის დედა, ყოფილი სუპერმოდელი სახის კანის მოსავლელად უმარტივეს და უიაფეს ხერხს მიმართავს.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. გერმანელმა მსახიობმა და ყოფილმა სუპერმოდელმა ჰაიდი კლუმმა The Sun-ს თავისი ახალგაზრდობის საიდუმლო გაუმხილა. 

ნიახურის წვენი სახის კანისთვის შეუცვლელია – ვარსკვლავური დიეტოლოგის რჩევა

ოთხი შვილის დედა გამოტყდა, რომ კანის მოსავლელად მარტივ მეთოდს მიმართავს — სახეს ყოველდღე კონკრეტული ფირმის იაფი და ხელმისაწვდომი საბავშვო შამპუნით იბანს.

„მე მას სახის დასაბანად იმიტომ ვიყენებ, რომ ეს საშუალება სუპერფაქიზი და ამასთან ძალიან ეფექტურია“, — განმარტა მოდელმა.

46 წლის კლუმის თქმით, საბავშვო შამპუნი კარგად არბილებს კანს და არ აზიანებს კანს თვალების გარშემო.

გარდა ამისა, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად მოდელი ყოველ დილით მიირთმევს ხილის კოქტეილს და კმაყოფილდება მსუბუქი მაკიაჟით, ძირითადად — წამწამების ტუშითა და „რუმიანით“.