COVID-19 - ბოლო ცნობები

ერთ დღეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 149 შემთხვევა გამოვლინდა

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4271 ფაქტია გამოვლენილი, 2741 გამოჯანმრთელდა, 51 - გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 25 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 149 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ორი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ბოლო ერთ დღეში 134 ადამიანი გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებებიდან გაეწერა.

პლუს 374: ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში დიდი ტემპებით იზრდება

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4271 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 2741 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51 - გარდაიცვალა.

COVID-19-ით ინფიცირებული 1479 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს. მათგან 44 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 61 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 273 411 ტესტირება ჩატარდა.