თბილისი, 25 მაისი — Sputnik. პრეზიდენტად ყოფნის წლებში მთელ ხელფასს უკან ვუბრუნებ სახელმწიფოს, წერს აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი საკუთარ Twitter-ზე.
„მე თავიდანვე ვუბრუნებდი უკან და კვლავ დავუბრუნებ მთელ ჩემს წლიურ ხელფასს — 400-დან 450 ათას დოლარამდე ჩვენს მთავრობას“, — წერს ტრამპი.
პრეზიდენტი აკონკრეტებს, რომ ბოლო ჩეკი მან აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს სახელზე გამოწერა კორონავირუსთან ბრძოლისთვის. ტრამპის თქმით, ეს მისთვის დიდი პატივია.
ინციდენტი ჟურნალისტთან: რა მოხდა ტრამპის პრესკონფერენციაზე>>
აღსანიშნავია, რომ მანამდე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კეილი მაკინანმა ბრიფინგზე წარმოადგინა 100 ათასი დოლარის ჩეკი, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების შესაქმენლად გადაუგზავნა.