თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოში 26 მაისამდე უამინდობა გრძელდება – ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
ძლიერი ნალექის გამო მთის ზონებში შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები განვითარდეს.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით პლუს 7 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით 20 გრადუსამდე დათბება. დასავლეთ საქართველოში კი ღამით პლუს 4 გრადუსი, დღისით კი 16 გრადუსი იქნება.
მთაში და მაღალ მთაში ტემპერატურა ღამით ნულ გრადუსამდე შემცირება, ხოლო დღისით 14 გრადუსამდე დათბება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. ტემპერატურა ღამით იქნება 11, ხოლო დღისით – 18 გრადუსი სითბო. ქარი დედაქალაქში 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.