მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარება უკვე შეგიძლიათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ იმ პირებს, ვინც გაიარა ელექტრონული რეგისტრაცია, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ ისარგებლა აღნიშნული სერვისით.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. დღეიდან COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შეზღუდული სერვისებიდან აღდგა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 მაისიდან გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ იმ პირებს, ვინც გაიარა ელექტრონული რეგისტრაცია, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ ისარგებლა აღნიშნული სერვისით.

მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ადგილზე სერვისების მისაღებად უნდა გამოცხადდნენ პირბადით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სერვისების ეტაპობრივი განახლება დაიწყო

ასე რომ, სააგენტო საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს სერვისების მიწოდების შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპზე გადავიდა.

შსს-ს მომსახურების სააგენტომ მუშაობა 18 მაისიდან განაახლა და მოქალაქეებს ყოველდღიურად ემსახურება.

გარდა ამისა, მძღოლებს უკვე შეუძლიათ შეცვალონ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომერი, დაარეგისტრირონ ავტომობილები და შეასრულონ სხვა ოპერაციები.

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.