საქართველოში სასაფლაოები გაიხსნა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში ახლობლების და ნათესავების საფლავების მონახულება აკრძალული იყო
Sputnik

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. საქართველოში მოიხსნა სასაფლაოებზე მისვლის შეზღუდვა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მოქმედებდა, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“.

სასაფლაოები სააღდგომო დღესასწაულების წინ 17 აპრილს დაიხურა. იმავდროულად ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდა.

ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვა მალევე მოიხსნა, თუმცა სასაფლაოებზე მისვლა აკრძალული იყო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების დასრულებამდე - 23 მაისამდე.

საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, ხელისუფლებამ ძალაში დატოვა მთელი რიგი შეზღუდვების, რათა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება არ მოხდეს.

საქართველოში სასაფლაოები გაიხსნა