COVID-19 - ბოლო ცნობები

როდის დასრულდება რუსეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის კვლევები

COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც ამჟამად კლინიკურ კვლევებს გადის, ბაზარზე დაგეგმილზე ადრე გაიტანენ
Sputnik

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატ „ფავიპირავირის“ (სავაჭრო დასახელება - „არეპლივირი“) კლინიკური კვლევების დასრულება ოთხი-რვა კვირის შემდეგ იგეგმება, განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარმა უროლოგმა, აკადემიკოს დმიტრი პუშკარმა, რომელიც რუსეთში პრეპარატის კვლევების პროტოკოლის შესრულებაზეა პასუხისმგებელი.

„იმედი გვაქვს, რომ კლინიკური კვლევები ოთხ-რვა კვირაში დასრულდება, შემდეგ კი დოკუმენტები რეგისტრაციაზე გადაიგზავნება“, - განუცხადა პუშკარმა РИА Новости-ს.

ბრძოლა კორონავირუსთან: რუსეთში ახალი პრეპარატი შექმნეს

მან აღნიშნა, რომ პრეპარატის კლინიკური კვლევები ჩატარდება რამდენიმე ასეულ ავადმყოფზე - მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში და მორდოვიაში, სადაც პრეპარატი იწარმოება.

პირველ ეტაპზე პრეპარატს გამოიყენებენ მხოლოდ საშუალო სიმძიმის პაციენტებზე. მძიმე პაციენტებისთვის, რომლებიც ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე არიან, მას ჯერჯერობით არ გამოიყენებენ, განმარტა პუშკარმა. მოგვიანებით ჩატარდება კვლევები მძიმე პაციენტებშიც, დასძინა მან.

„აბსოლუტურად ზუსტია ის, რომ წამალი ვაქცინაზე ადრე შეიქმნება, მაგრამ საჭიროა ორივე მიმართულებით მუშაობა“, - ხაზგასმით აღნიშნა პუშკარმა.