ყვითელი ამბები

„მერე არ შეგვრცხვეს რომ ადამიანი ნაადრევად შევიძულეთ“ - ნუკი კოშკელიშვილი ბასილაშვილზე

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ მის ცოლზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობას ეხმაურება
Sputnik

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავებას „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ ძალადობა დასაგომიბია, თუმცა ნაადრევი დასკვნებისგან და სპორტსმენის დადანაშაულებისგან უმჯობესია ყველამ თავი შეიკავოს გამოძიების დასრულებამდე.

მისი თქმით, წარმატებული კარიერა კარგ ადამიანობას არ უდრის და ისიც შეიძლება მოხდეს, რომ შესაძლებელია სასამართლომ სპორტსმენი გაამართლოს და შემდეგ ყველას შერცხვეს ნაადრევად მისი გაკიცხვის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლის ცემაში ადანაშაულებენ

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც. 

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წლის 4 მაისს ვაჟი შეეძინათ.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლის ცემაში ადანაშაულებენ >>

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.