ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 26 მაისს

სამშაბათს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მოღრუბლული ამინდი ელოდება, ჰაერი 19 გრადუსამდე გათბება.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში სამშაბათს, 26 მაისს ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.

მზე 05:32 საათზე ამოვა და 20:23 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 14, დღისით მაქსიმალური პლუს 19 გრადუსია მოსალოდნელი.

ქარი წამში 10–15 მეტრით დაუბერავს, დროდადრო კი 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.