თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ზუგდიდი - ჯვარი - მესტიის გზაზე, სოფელ ზედა ეწერის მონაკვეთზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და Mercedes-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
შეჯახების შედეგად დაზიანებული ავტომანქანებიდან გადმოიყვანეს 4 ადამიანი, ხოლო ერთი დაშავებულის გადმოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩართვა გახდა საჭირო.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ შემოყვანილ იქნა 5 პაციენტი. მათ გარეგანი დათვალიერებით პოლიტრავმები აღენიშნებათ. ამ წუთებში უტარდებათ სამედიცინო გამოკვლევები, თუმცა მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ“, - აცხადებენ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში.
ნიკა ლატარია